HELI სასაწყობე ტექნიკა

მსოფლიოში წარმოდგენილია ბევრი მწარმოებელი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს თუ აქვს 50 წლიანი და მეტი გამოცდილება. მათ რიცხვშია HELI. HELI მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილია და უკვე 10 წელზე მეტია შემოგვაქვს მისი ტექნიკა საქართველოში. ამ წლების განმავლობაში გახდა საკმაოდ ცნობადი და დაიმსახურა ნდობა ასეულობით მომხმარებლისგან. მეტალურგიული და ცემენტის გადამამუშავებელი საწარმოები, სამშენებლო მასალების საწყობები, საკვები პროდუქტების, სასმელების საწყობები, ლოგისტიკური ცენტრები, სუპერ და ჰიპერმარკეტები. ამ ყველა სფეროში წარმატებით იყენებენ HELI-ს სასაწყობე დამტვირთველებს.

HELI-ს ტექნიკა იდეალურია ლოგისტიკის ეფექტურად მართვისთვის.

დაწვრილებით

“ფორკლიფტ სერვის ჯორჯია” საქართველოში HELI-ს ექსკლუზიური დილერია.

დაწვრილებით

HELI სასაწყობე ტექნიკის ასორტიმენტი

ჩანგლიანი დამტვირთველი

ყველაზე პოპულარული სასაწყობე ტექნიკაა, რომლის შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. სხვადასხვა ტიპის ძრავები, ტვირთამწეობის და აწევის სიმაღლის ფართო დიაპაზონი, დამატებითი ფუნქციები და მოწყობილობები დამტვირთველზე, შესაძლებლობას ხდის მაქსიმალურად პროდუქტიულად და სწრაფად დამუშავდეს ტვირთი. შეასრულოს ყველა ტიპის დავალება – დატვირთოს და გადმოტვირთოს პალეტები მანქანიდან, შევიდეს ვაგონში და კონტეინერში. პალეტები დააშტაბელოს სტელაჟებზე.

რიჩტრეკი

ტვირთამწე ტექნიკაა, რომელიც განკუთვლინილია მხოლოდ შიდა საწყობებში, სწორ ზედაპირზე სამოძრაოდ. დამტვირთველის ეს სახეობა განეკუთვნება ვიწრო სივრცეში სამუშაოდ. საპირწონეს ფუნქციას ასრულებს აკუმულატორი. რამდენიმე სექციის ანძა საშუალებას იძლევა პალეტი აწიოს საკმაოდ დიდ სიმაღლეზე.

ელექტრო ურიკა

გამოიყენება შიდა საწყობებში პალეტზე განთავსებული ტვირთის გადასაადგილებლად. ჰიდრავლიკურ ურიკებთან შედარებით ოპერატორის შრომას შედარებით აიოლებს. გამოირჩევა კონსტრუქციის სხვადასხვა მოდიფიკაქცით. ოპერატორის პლატფორმით და მის გარეშე. ტყვია-მჟავას და ლითიუმ-იონის ბატარეებით. ითვალისწინებს საწყობის ყველა თავისებურებას. იდეალურია სუპერ და ჰიპერმაკეტებისთვის.

ელექტრო შტაბელერი

მანევრირებადი, კომპაქტური სასაწყობე ტექნიკა, რომლის დახმარებით ხდება პალეტების გადაადგილება და სტელაჟზე დალაგება. გადაყირავებისგან შტაბელერს იცავს საყრდენი ფეხები. Heli-ს შტაბელერების ხაზი მოიცავს თვითმავალ ელექტრო შტაბელერებს ან/და ოპერატორის პლატფორმით.

სასაწყობე საწევარები

ეს არა კლასიკური, არამედ ტექნიკური ტრანსპორტია, რომლის ძირითადი დავალებაა ტვირთის დიდ მანძილზე გადაადგილება. გარდა ტვირთამწეობისა, ძირითადი პარამეტრია გაწევის ძალა. გამოიყენება აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, და ა.შ. HELI აწარმოებს როგორც ელექტრო ასევე შიდა წვის ძრავზე მომუშავე საწევარებს.

სიახლეები HELI ტექნიკა

რატომ HELI

HELI – ეს არის მაღალტექნოლოგიური პარკი, რომელიც მოიცავს როგორც მანქანათმშენებლობის ქარხნებს ასევე საკუთარ სასწავლო კვლევით ცენტრს.

განსაკუთრებული ყურადრება ექცევა ტექნიკის ხარისხს. საწარმოს აქვს SO9001 და ISO14001 სერტიფიკეტები. აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ტექნიკის ფართო ასორტიმენტი, საშუალებას იძლევა შეარჩიოთ თქვენი საწარმოო მოთხოვნის და ლოგისტიკის მიხედვით.

2020 წელს Heli შევიდა მსოფლიო მწარმოებლელთა ტოპ 7-ში და ყოველ წელს პოზიციებს აუმჯობესებს

HELI სახელმწიფო დონის კომპანიაა, რომელიც უკვე 30 წელია პირველ ადგილს იკავებს ტვირთამწე ტექნიკის წარმოებაში

Heli სასაწყობე ტექნიკა მსოფიოს 150 ქვეყანაში იყიდება. ევროპაში გახსნილია ოფიციალური სადისტრიბუციო ცენტრი.

ჩანგლიან დამტვირთველებზე მოქმეედებს 2 წლამდე ხარისხის გარანტია

ბაზარზე წარმოდგენილია 1958 წლიდა. წარმოების გამოცდილება უკვე 60 წელზე მეტია

0

ზედიზედ 30 წელია სასაწყობე ტექნიკის წამყვანი მწარმოებელია

0

ჩანგლიანი დამტვირთველების რეიტინგში

0

წელია HELI სატვირთო ტექნიკას აწარმოებს

0

მსოფიოს 150 ქვეყანაში ხდება Heli -ის ტექნიკის  იმპორტი

0

სპეცტექნიკის 1700-ზე მეტი მოდელი

სერვისული მომსახურება

ჩვენთან თანამშრომლობა არ მთავრდება სასაწყობე ტექნიკის შეძენით. ჩვენგან გაქვთ ტექნიკის საგარანტიო მომსახურების მხარდაჭერა. საჭიროების შემთხვევაში შევაკეთებთ და აღვადგენთ HELI-ს ტექნიკას. ჩვენმა სპეციალისტებმა გაიარეს აუცილებელი სწავლება, რომელიც სერტიფიცირებულია მწარმოებლის მიერ. ჩვენ ვართ საქართველოში HELI-ს ავტორიზებული დილერი და გვაქვს ყველა შესაძლებლობა და უფლება ტექნიკის სერვისისთვის. ოფიციალური დილერისგან შეძენისას ყოველთვის გარანტირებული გაქვთ პროფესიონალების ტექნიკური მომსახურება.

დასვით შეკითხვა

შეავსეთ მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით

    კონტაქტი

    შპს ფორკლიფტ სერვის ჯორჯია

    ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.33

    0131 თბილისი, საქართველო

    ტელ.: (995) 595 045002

    მობ.: (995) 579 780721

    E-mail: sales@fsge.ge

    ForkLift Services Georgia LLC

    33 Georgian-American Friendship Ave.

    0131 Tbilisi, Georgia